სააგენტომ აგრარულ ბაზარსა და რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სააგენტომ აგრარულ ბაზარსა და რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში - შპს "ვიტოს" აგრარულ ბაზარს და ზესტაფონში, ი/მ "რუსიკო ფანცულაიას" რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ინსპექტირებისას გამოვლინდა შემდეგი კრიტიკული შეუსაბამობები: ანტისანიტარია, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების - ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე, რაც აგრარული ბაზრისა და რესტორნისათვის საწარმოო პროცესის შეჩერებისა და ბიზნესოპერატორების დაჯარიმების საფუძველი გახდა.

შპს "ვიტო" და ი/მ "რუსიკო ფანცულაია" მუშაობას განაახლებენ მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ.