გლობალურმა სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings"-მა „ლიბერთი ბანკის" პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურზე შეცვალა. სააგენტოს განცხადებით პროგნოზის ცვლილება გამოწვეულია 2014 წლის ოქტომბერში საქართველოს სუვერენული პროგნოზის ცვლილებით სტაბილურიდან პოზიტიურზე. „ლიბერთი ბანკს" 2010 წლიდან მოყოლებული აქვს „Fitch Ratings"-ის საკრედიტო რეიტინგი, რომელიც აქამდე B სტაბილური პროგნოზით იყო. ბოლო ცვლილების შემდეგ კი ბანკის საკრედიტო რეიტინგი B პოზიტიური პროგნოზით გახდა. სააგენტოს განცხადებით „ლიბერთი ბანკი" ქვეყანაში მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას ასრულებს და მომავალში საქართველოს სუვერენული რეიტინგის ცვლილება შესაძლოა ბანკის რეიტინგის ცვლილებაშიც აისახოს.
„ბანკის პროგნოზის გაუმჯობესება გამოწვეულია „Fitch Ratings"-ის მიერ საქართველოს სუვერენული პროგნოზის გაუმჯობესებით. „Fitch Ratings"-ნაირი გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან საკრედიტო რეიტინგის ქონა ბანკის სანდოობასა და საიმედოობაზე მეტყველებს", აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ