საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია "Aidspan"-ი ("ეიდსპენ"), რომელიც მსოფლიოში გლობალური ფონდის პროგრამების დამოუკიდებელ შეფასებას ახორციელებს, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ არსებულ მიღწევებს ეხმიანება და ტუბერკულოზის შემთხვევების მკვეთრ კლებას პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს უკავშირებს.
"საქართველოს აქვს წარმატებები ციხეებში ტუბერკულოზთან ბრძოლაში. 2012 წლიდან ტუბერკულოზის შემთხვევებმა სასჯელაღსრულების სისტემაში მკვეთრად იკლო, რაც დაკავშირებულია პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმასთან, რომლის შედეგადაც პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების თანაბარი სტანდარტია უზრუნველყოფილი" - აღნიშნულია "ეიდსპენის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
http://www.aidspan.org/gfo_article/georgia-signals-willingness-pay-and-change-its-tb-management