საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ და ხელმოსაწერად გადმოგზავნილ კანონს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონს.
სახელმწიფოს მეთაური მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს შეთავაზებული შენიშვნების გათვალისწინებისთვის და აღნიშნულს, ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.