ქართული კომპანიები მონაწილეობენ სიჩუანის პროვინციაში ქ. ჩენგდუში სასმელებისა და კვებითი მრეწველობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში (The 15th Western China International fair), რომელიც დღეს, 24 ოქტომბერს გაიხსნა.
"ჩენგდუს გამოფენის ძირითადი მიზანია წარმოაჩინოს თითოეული მონაწილე ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები. ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, დამყარდეს კონტაქტი ადგილობრივ ბაიერებთან და მოხდეს ქართული პროდუქციის მაშტაბური პოპულარიზაცია" -აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამნისტროში.
გამოფენაში The 15th Western China International fair 72 ქვეყნიდან 4 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 400 000-ს აღემატება, საიდანაც პროფესიონალი თრეიდერების რიცხვი 20,000-ზე მეტია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით და ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ გამოფენაზე ქართულ სტენდზე წარმოდგენილია ღვინის, წვენების, წყლის და კვების მრეწველობაში მოქმედი ქართული კომპანიები.
გამოფენაზე საკუთრი პროდუქცია "მარნეულის სასურსათო ქარხანისა"და "წყალი მარგებელის“ გარდა სხვა ქართულმა კომპანიებმაც წარადგინეს, მათ შორის "კულამ", ". "მეღვინეობა ხარებამ", "კახური ტრადიციული მეღვინეობამ" "შატო მუხრანმა" "ს.ს. ბაგრატიონი 1882"-მა, "კახური ღვინის მარანმა", "ქინძმარაულის მარანმა" და "ქიმერიონმა".
„წყალი მარგებელისთვის მნიშვნელოვანია ისეთ მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორიც „Western China International fair”. ამ გამოფენის საშუალებით შესაძლებლობა გვეძლება ჩვენი პროდუქცია 400 000 მდე ვიზიტორს გავაცნოთ, საიდანაც პროფესინალი თრეიდერების რიცხვი 20000 ზე მეტია. შესაბამისად ბუნებრივად გამორჩეული ქართული მინერალური წყლის ხარისხისა და გემოს შეფასების საშუალება უფრო ფართო აუდიტორიას ეძლევა. მადლობას ვუხდით მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ამ შესაძლებლობის მოცემისთვის, მნიშვნელოვანია რომ სწორედ მსგავსი მიდგომებით შეუწყოს ხელი ქართული პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანასა და პოპულარიზაციას, იმედს გამოვთქვამთ რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“ - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.