საერთაშორისო კონფერენცია “კავკასიის სიძველეები მსოფლიოს მუზეუმებში”

საერთაშორისო კონფერენცია “კავკასიის სიძველეები მსოფლიოს მუზეუმებში”

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ივანე ჯვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზურაბ წერეთლის ფონდი 2014 წლის 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე “კავკასიის სიძველეები მსოფლიოს მუზეუმებში” 

საერთაშორისო კონფერენციის  - “კავკასიის სიძველეები მსოფლიოს მუზეუმებში” მიზანია, სამეცნიერო საზოგადოებას გააცნოს მსოფლიოს სიძველეთსაცავებში დაცული მდიდარი და მრავალფეროვანი კოლექციები, რომელთა მნიშვნელობა განუზომელია კავკასიის ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს მეცნიერული შესწავლისათვის. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ როგორც ცნობილი ქართველი, ასევე, - მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან,  Aბაქოდან, სოჭიდან, ერევნიდან, გერმანიიდან მოწვეული მეცნიერები.

ღონისძიება დაფინანსებულია მხატვარ ზურაბ წერეთლის ფონდის მიერ და გახლავთ ერთგვარი აქცია მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ მუზეუმებში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენისა და საფუძველი მომავალი სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობისა. დანართის სახით გიგზავნით კონფერენციის სრულ პროგრამას.

კონფერენციის ჩატარების ადგილი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (თბილისი, რუსთაველის პრ. N 52, სხდომათა დარბაზი, მე-3 სართული) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი ი. ჭავჭავაძის პრ. N1, I კორპ. Aაუდიტორია N 107).

გთხოვთ გვეწვიოთ!!!