პრობაციონერები ტაძრების მშენებლობა-რესტავრაციაში აქტიურად მონაწილეობენ

პრობაციონერები ტაძრების მშენებლობა-რესტავრაციაში აქტიურად მონაწილეობენ

პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ბიუროების ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულებმა ტაძრების მშენებლობა-რესტავრაციასა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაში აქტიური მოანაწილეობა მიიღეს.

ქარელის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა რვა პირობით მსჯავრდებულმა და მათმა ოფიცრებმა, ქარელის რაიონ სოფელ სოფელ ბებნისში ეკლესიის აღდგენით სამუშაოებში თავისი წვლილი შეიტანეს.

ასპინძელმა პირობით მსჯავრდებულებმა, მშობლიურ რაიონში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.

გურიის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია სარეველა ბალახებისგან გაწმენდეს.

ანალოგიური ღონისძიება ჩაატარეს თიანეთელმა პრობაციონერებმა სოფელ ჟებოტაში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის ეზოში.