სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ქართულ ბაზარზე გერმანული ბრენდი ფუდპანდა გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლის სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს. ფუდპანდას ბიზნეს მოდელს საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია. ყოველდღიურად იზრდება მათი პარტნიორთა რიცხვი და კომპანია მომხმარებელს სულ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
პარასკევს, 11 ივლისს, 17:00 საათზე საბვეის საქართველოს ოფისში (მის: თბილისი, 26 მაისის მოედანი 1, სპორტის სასახლესთან) „ფუდპანდა ჯორჯიასა“ და „საბვეის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის ფარგლებშიც საბვეის სერვისი სრულად გახდება ხელმისაწვდომი ფუდპანდა ჯორჯიას მომხმარებლებისთვის.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ “ფუდპანდა ჯორჯიას” დირექტორი, გიორგი ქერქაძე და „საბვეის“ წარმომადგენელი, გიორგი ჯინჭველაშვილი. ხელმოწერის ცერემონიალს ასევე დაესწრება ფუდპანდას რეგიონალური დირექტორი, პაველ ნეტრება.
მემორანდუმი „საბვეისა“ და „ფუდპანდა ჯორჯიას“ კონკრეტულ პარტნიორულ ურთიერთობებს ითვალისწნებს, რის შედეგადაც „ფუდპანდა ჯორჯიას“ მომხმარებლები შეძლებენ „საბვეის“ საკვები ვებ გვერდის - www.foodpanda.ge ან აპლიკაციის საშალებით შეუკვეთონ. „ფუდპანდას“ აპლიკაცია მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებულ სქემას მოიცავს, რითაც მომხმარებლები კომფორტულად და სწრაფად შეძლებენ „საბვეის“ სხვადსხვა შემადგენლობის სენდვიჩების სისტემაში აწყობას და სასურველი შეკვეთის განხორციელებას.