8 ივლისს, სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრსა" და სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ნუგზარ კევლიშვილმა და სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი არსოშვილმა.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, არასრულწლოვანი და ახალგაზრდა პირობით მსჯავრდებულები ჩაერთვებიან ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროექტში, რომელიც ხორციელდება, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში და კულტურულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო და ეკოლოგიურ აქტივობებს გულისხმობს. ასევე, მათ ჩაუტარდებათ რესოციალიზაციაზე ორიენტირებული ტრენინგები და სემინარები.