სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბათუმში, აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ პრობაციონერებთან და მათი ოჯახის წევრებთან საინფორმაციო „მრგვალი მაგიდა" გამართა.
შეხვედრაზე გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, კერძოდ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ სიახლეებზე. მან ყურადღება გაამახვილა სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს შექმნის მნიშვნელობაზე, აგრეთვე, პირობით მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებსა და კანონით გათვალისწინებულ შეღავათებზე.
მინისტრის პირველმა მოადგილემ პირობით მსჯავრდებულთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და მათ, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, კვალიფიციური რჩევები მისცა.