ლიტერატურული პრემია

ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტები გამოცხადდა

ლიტერატურული პრემია "საბას" 2014 წლის ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია! კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა და „საბას" ჟიურიმ წლევანდელი ფინალისტები დაასახელა - კონკურსზე წარდგენილი 340 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე, 47 საუკეთესო მოხვდა.

გამარჯვებულები სექტემბერში, „საბას" რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდებიან. კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში გამოავლენს და დააჯილდოვებს „საბას" პრიზითა და ფულადი პრემიებით.

საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას" კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.

"საბას" წლევანდელი ფინალისტების სია ასეთია:

საუკეთესო რომანი

1.    აკა მორჩილაძე, მორიდებული ზურმუხტი  (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2.    ზვიად კვარაცხელია, ფორმა N100 (ინტელექტი)

3.    ეკატერინე ტოგონიძე, ასინქრონი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

4.    ლაშა ბუღაძე, Lucrecial 515 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

საუკეთესო პროზაული კრებული

1.   დიანა ანფიმიადი, პირადი კულინარია (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2.    ბაჩო კვირტია, ტასმანიური ვეფხვი (საუნჯე)

3.    ირმა ტაველიძე, აღმოსავლეთის გამოგონება (დიოგენე)

4.    არჩილ ქიქოძე, ჩიტის და კაცის ამბავი (სიესტა)

5.    ბექა ქურხული, ქალაქი თოვლში (სიესტა)

საუკეთესო პოეტური კრებული

1.    სალომე ბენიძე, ამბავი უძინართა (ინტელექტი)

2.    ბათუ დანელია, სიყვარული ბალასტია (დიოგენე)

3.    გიორგი ლობჟანიძე, არაბულის მასწავლებელი (საუნჯე)

6.    გაგა ნახუცრიშვილი, ორი ათას 13 (სიესტა)

4.    ეკა ქევანიშვილი, სახლის გაყიდვა (საუნჯე)

 

საუკეთესო თარგმანი

1.    ია ბერსენაძე - ორჰან  ფამუქის „გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი" (დიოგენე)

2.    გიორგი გოკიელი - ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

3.    დავით კაკაბაძე - არტურ შნიცლერის „ბენეფისი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

4.    დავით კახაბერი - მიშელ უელბეკის „რუკა და ტერიტორია" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

5.    გიორგი ლობჟანიძე - თანამედროვე სპარსული დრამატურგია (არტანუჯი)

6.    ზვიად რატიანი - ტომას სტერნზ ელიოტის „უნაყოფო მიწა" (დიოგენე)

7.    ქეთი ქანთარია - ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი" (დიოგენე)

8.    ნინო ქაჯაია - ჯულიან ბარნსის „ფლობერის თუთიყუში" (დიოგენე)

9.    ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე - რადიარდ კიპლინგის „კიმი" (დიოგენე)

10.   ნანა ჯანაშია - ორჰან ფამუქის „შავი წიგნი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

საუკეთესო პიესა

1.     ლაშა ბუღაძე, პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2.     დავით გაბუნია, პიესები (დიოგენე)

3.     თეონა დოლენჯაშვილი, გაქცევა (ელექტრონული წიგნების სახლი „საბა")

4.     ირაკლი სამსონაძე, კომედიიდან ტრაგედიამდე აბსურდის ბილეთით (ინტელექტი)

 

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

1.     ლია ლიქოკელი, დევის ცოლის სიცილი (საუნჯე)

2.     ლაშა მილორავა, ბაბუა ბუკოვსკი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

3.     Toresa Mossy, სიბრძნე სიცრუისა (პალიტრა L)

4.     რუსუდან რუხაძე, ჩაისთან მოსაყოლი ამბავი (ინტელექტი)

5.     ანინა ტეფნაძე, ჩემი შეყვარებულის შეყვარებული (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

6.     თორნიკე ჭელიძე, კონცენტრიკული წრეები (ინტელექტი)

7.     გურამ ჯახუტაშვილი, თევზის ოთახი (სიესტა)

 

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

1.     ამირან გომართელი, კლასიკოსების ფარული მხატვრული პოლემიკა (უნივერსალი)

2.     თამაზ კვაჭანტირაძე, განსჯანი (ილიელი)

3.     ნონა კუპრეიშვილი, სიტყვის დეგუსტაცია (საუნჯე)

 

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

1.     ლევან ბრეგაძე, მოგზაურობა „ლე კოკაზ ილიუსტრეს" ფურცლებზე (არტანუჯი)

2.     გოგი გვახარია, ცრემლიანი სათვალე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

3.     იური ვაჩნაძე, საუბრები მუსიკაზე (ელექტრონული წიგნების სახლი „საბა")

4.     დავით ზურაბიშვილი, ესსეები (სიესტა)

5.     ზურაბ კიკნაძე, სიტყვითა და საქმითა (ინტელექტი)

6.     აკა მორჩილაძე, ქართულის რვეულები - XIX საუკუნის სურათები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

7.      ბექა ქურხული, ჩანაწერები 1998-2011 (საუნჯე)

8.      მაკა ჯოხაძე, ჩაძირული დღესასწაული (ინტელექტი)

9.      მალხაზ ხარბედია, მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან (დიოგენე)