ეკა ბესელიას კომენტარი ლევან ბეჟაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

ეკა ბესელიას კომენტარი ლევან ბეჟაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

როგორც ჩანს, ზოგი შეგნებულად და ზოგიც ალბათ უნებლიეთ, აკეთებს არასწორ შეფასებას პოლიციის ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ლევან ბეჟაშვილის დაკავების საკითხს. როდესაც სამართადარღვევას აქვს ადგილი, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა სახის დარღვევა,

როდესაც საქართველოს მოქალაქე კანონს არღვევს, ვინც არ უნდა იყოს იგი, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამ შემთხვევაში, პოლიცია ვალდებულია, აღკვეთოს ქმედება დაუყოვნებლივ, მოხდეს კანონდამრღვევის დაკავება და გამომძიებლისთვის წარდგენა, რომელმაც ფაქტი სამართლებრივად უნდა შეაფასოს. როდესაც საქალაქო სასამართლოში პოლიცია ცდილობდა კანონდამრღვევი მოქალაქეების შეჩერებას და უკანონო ფაქტების აღკვეთას, მათ ბუნებრივია არ შეეძლოთ, სამართლებრივად შეეფასებინათ, ვინ რა ქმედებას სჩადიოდა, იქ ვერ მოახდენდნენ ამ ფაქტების ანალზს. პრევენციის განმხორციელებელი პოლიცია ვალდებულია, დაუყონებლივ მიიღოს ზომები და 3 საათი არის ადეკვატური დრო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის. ამ კომენტარებით, რომელსაც ვისმენთ,

საპატრულო პოლიციას ვეუბნებით, რომ განახორციელოს გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოსილება, რაც შეუძლებელი და წარმოუდგენელია. სამართალდამცავები ექსტრემალურ ვითარებაში მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად და არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც დადგინდა სამართალდარღვევის ხასიათი, ლევან ბეჟაშვილი გათავისუფლდა, იმიტომ, რომ იგი იყო დეპუტატი. ამიტომ, ამ საკითხზე საჭიროა სწორი სამართლებრივი შეფასების გაკეთება