თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯ "ორიენტირს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯის კრიმინალისტიკის (ფოტოდაქტილოსკოპისტი) მესამე, მეოთხე და მეხუთე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები
პრაქტიკულ სწავლებას თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაივლიან. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტს ყველა პირობა აქვს შექმნილი სამართლის მიმართულების პრაქტიკული სწავლებისათვის.
“უნივერსიტეტს გაჩნია მაღალი დონის კრიმინალისტიკის ლაბარატორია, რომელიც აღჭურვილია შესაბამის ინვენტარით და ასევე იმიტირებული სასამართლო დარბაზი. ჩვენი მხრივ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ სამართლის მიმართულების სწავლებას ყველა დონეზე. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ისეთ ცნობილ პროფესიულ კოლეჯთან როგორიც „ორიენტირია.