რიგით მეორე საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა მედიას 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო. მოცემული დროისთვის, 29 ივნისის განმეორებით კენჭისყრაში 9 ოლქის 14 უბანზე სულ 16,41%-მა მიიღო მონაწილეობა.
როგორც 12:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა აღნიშნა, კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, აგიტაცია მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს ცხელი ხაზი 2 51 00 51, ასევე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი ჩვეული დატვირთვით მუშაობს. შესაბამისად, ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ.
მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 17:00სთ-ის მდგომარეობით ცესკოში 17:30-ზე გაიმართება.