თიბისი ბანკის სათავო ოფისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  ვაჭრობის  ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

თიბისი ბანკის სათავო ოფისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

დღეს, 25 ივნისს, 13:00  საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის 7) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  ვაჭრობის  ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია.

 

კონფერენციაზე განიხილება ვაჭრობის ფინანსირებასთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო და რეგიონულ ბაზრებზე. განხილული იქნება ინდუსტრიის გამოწვევები წამყვან სპეციალისტებთან, მათ შორის რეგულატორებთან და იურისტებთან ერთად.    

 

კერძოდ, კონფერენციას დაესწრებიან ადგილობრივი, საერთაშორისო (CITI BANK N.A, COMMERZBANK AG, BNP PARIBAS, SUMITOMO MITSUI BANKING CORPORATION, ABN AMRO Bank...), სომხეთისა და აზერბაიჯანის ბანკების, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისა და ვაჭრობის პალატის წარმომადგენლები.

 

კონფერენცია იმართება EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში და კონცენტრირებულია თემაზე, თუ რა სიტუაციაა დღეს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, რა გამოცდილება და გამოწვევები არსებობს და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ვაჭრობის ფინანსირების სტიმულირება.

 

გთხოვთ მობრძანდეთ!