25 ივნისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გიწვევთ მარინა ელბაქიძესთან შეხვედრაზე. მარინა ელბაქიძის პროზაული კრებული „გაცვლა“ 2013 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი.
მარინა ელბაქიძის მოთხრობებს უკვე კარგა ხანია იცნობს მკითხველი ლიტერატურულ ჟურნალების საშუალებით. მისი მოთხრობები „ლიზი“, „სოკო“ და ცოტა მოგვიანებით „გაცვლა“ ჟურნალ არილში იბეჭდებოდა. მოთხრობების კრებული „გაცვლა“ კი მარინას პირველი წიგნია, რომელიც სწორედ მის მიერ ადრე გამოქვეყნებულ მოთხრობებს აერთიანებს.
შეხვედრას მოდერირებას გაუწევს კინომცოდნე გოგი გვახარია.
ეს მეშვიდე შეხვედრაა ციკლიდან „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“, რომელიც მწერალთა სახლისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტია. პროექტი 10 თვე გაგრძელდება და მწერალთა სახლში თვეში ერთხელ, მკითხველები შეხვდებიან ლიტერატურული პრემია „საბას“ 2013 გამარჯვებულებს. მკითხველს საშუალება ექნება ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდეს, მოუსმინოს ჟიურის წევრებსაც, და გაიგოს, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორსა თუ წიგნს ეს პრემია. ყოველი შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, ღია დისკუსიით, ბევრი კითხვითა და საზოგადოებისათვის საინტერესო აქცენტებით ზოგადად ლიტერატურასა და ლიტერატურულ პროცესებს ჩვენში და უცხოეთში.