მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს

მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს

ლიბერთი ბანკის ბრენდის წარმომადგენელი (Brand Ambassador), ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოქმედი მოცურავე, ირაკლი ბოლქვაძე, 6-8 ივნისს მონაწილეობას იღებს ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გასამართ პრესტიჟულ ტურნირში "Vienna International Longcourse Championships 2014". ირაკლისთვის აღნიშნული შეჯიბრება ერთ-ერთი დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპია 2014 წლის აგვისტოში, ბერლინში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის. ქართველმა მოცურავემ 400 მეტრიან კომპლექსი 4:40.27 წამში გაცურა და ვენაში მიმდინარე ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველი შედეგით გავიდა. ფინალური ასპარეზობა დღეს, 6 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. შეჯიბრის შედეგებისთვის თვალის დევნება შესაძლებელია ბმულზე: http://bit.ly/SwimmersClub

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბოლქვაძე ლიბერთი ბანკის ბრენდის წარმომადგენელი 2014 წლის დასაწყისიდან გახდა. 19 წლის მოცურავე, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ამჟამად დუბაიში, კლუბ ‘‘Hamilton Aquatic’’-ში ვარჯიშობს, ლიბერთი ბანკი კი მას ამ კლუბის წევრობის ხარჯების დაფარვაში ეხმარება.

ლიბერთი ბანკმა ბრენდის წარმომადგენელთა პროგრამა (‘Brand Ambassador Program’) 2014 წლიდან დაიწყო, ამ მომენტისთვის მის ბრენდს, ირაკლისთან ერთად, წარმატებული ქართველი მუსიკოსი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილიც წარმოადგენს, რომელსაც ბანკი ახალი ალბომის ჩაწერაში ეხმარება.

ლიბერთი ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომლებიც ხელოვნების, სპორტისა და მეცნიერების სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ საერთაშორისო ასპარეზზე და იზრუნებს მათი განვითარების ხელშეწყობისთვის.