ბრალდებულ კ.ფ.-ს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალი წარედგინა.
გამოძიების თანახმად, 2014 წლის 16 იანვარს, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს, მათ შორის, კ.ფ.-ს კონტროლიორები სასამართლოში გაყვანამდე ამოწმებდნენ. კ.ფ.-მ ინსპექტორს გვარის არასწორად ამოკითხვის გამო შენიშვნა მისცა და მას შემდეგ, რაც სიმშვიდისკენ მოუწოდეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრალდებულ კ.ფ.-ს ქმედება დაწესებულების თანამშრომლებმა აღკვეთეს.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.