დიმიტრი ლორთქიფანიძე გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

დიმიტრი ლორთქიფანიძე გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

2014 წლის 5 ივნისს კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც სიმბოლურ აქციაში, დაასუფთავე ქალაქი მიიღო მონაწილეობა. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა:

„დღეს არის 5 ივნისი, გაეროს მიერ აღიარებული გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სინამდვილეში. ჩვენ დღეს შევეცდებით კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვითი განათლების დონის ამაღლება და შემდგომში გარემოს დაცვითი კანონმდებლობის კუთხით იმ ცვლილებების გატარება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ჩვენი დედაქლაქის კეთილდღეობას.

სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი მყარი ნარჩენების დიფერენცირებული მართვის კუთხით. თბილისის ნაგავასაყრელი, რომელიც წელიწადში 350 ათას ტონა მყარ ნარჩენს იტევს არ ექვემდებარება გადამუშავებას, არ ხდება აირებული წვების პრევენცია, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით არაერთი პროექტი იქნა წარმოდგენილი.

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველს რასაც გავაკეთებ ეს იქნება გარემოსდაცვითი ღონისძიებების მთელი კომპლექსის გატარება. ასევე ვაპირებ პირადად  ჩავუდგე სათავეში თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყებას მთელი თბილისის მასშტაბით.“