2014 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თვისუფლების” ორგანიზებით, N11(არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში, რომელიც მაკა შალიკაშვილსა და ვახო კანდელაკს მიყავდათ, პოეტი გიორგი რუხაძე, მომღერლები ნინი ცნობილაძე, მანანა ცენტერაძე, ვერიკო მაცაბერიძე, ანსამბლი „თბილისური კვარტეტი“ და ბენდი „ტკბილი, როგორც მაისი“ მონაწილეობდნენ.
მსჯავრდებულებს საჩუქრად მოხეტიალე წიგნები გადაეცათ. ხოლო გამომცემლობა „წიგნიერმა“ და საქართველოს რკინიგზამ არასრულწლოვნები წიგნებით, მაისურებითა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებებით დაასაჩუქრეს.