საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოვიდა კანდიდატების ცალკეული განცხადებები, სადაც საუბარია ზეწოლის ფაქტებზე, რის გამოც ისინი იძულებული ხდებოდნენ მოეხსნათ საკუთარი კანდიდატურა. ეს პროცესი სახიფათოა, ვინაიდან შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო სიის გაუქმება. მსგავს ფაქტებზე ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და არჩევნებში ჩართულმა სხვა მხარეებმაც.
აღნიშნული ქმედებები პირდაპირი საშიშროებაა, რომ შეიქმნას არათანაბარი საარჩევნო გარემო და ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს.
არსებითად მნიშვნელოვანია, აღიკვეთოს ქმედებები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს არჩევნებზე, ვინაიდან ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო უფლება, შევქმნათ ყველა პირობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და კენჭისყრის დღე წარიმართოს თანაბარ და სამართლიან გარემოში.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ პასუხისმგებელ უწყებებს, მიიღონ შესაბამისი ზომები მსგავსი ზეწოლის ფაქტების გამოძიების, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადაუგზავნის სამართალდამცავ ორგანოებს მის ხელთ არსებულ მონაცემებს დაოყოვნებლივ რეაგირებისთვის.