„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად გამოყოფილი 1 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსების ფარგლებში, მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსში განაცხადების შემოტანა შეუძლიათ საინიციატივო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებს, რომლებიც შშმ ბავშვთა საკითხებზე მუშაობენ. მეორე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება თემებს, ამხანაგობებსა და სამეზობლოებსაც შეუძილიათ. პროექტები მიმართული უნდა იყოს შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, საგანმანათლებლო აქტივობაზე და ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. საკონკურსო განაცხადები მიიღება 29 მაისიდან –– 15 ივნისის 18:00 სთ-მდე, რისთვისაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: grants@bog.ge. კონკურსში გამარჯვებულ 10–მდე პროექტს, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2014 წლის 1 ივლისამდე გამოავლენს. თოთოეული გრანტის მოცულობა 25,000 ლარამდე განისაზღვრება. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“.
პირველი საგრანტო კონკურსი „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდმა“ 2014 წლის თებერვალში გამოაცხადა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერის მიზნით 13 პროექტი დააფინანსა, საერთო მოცულობით 300 000 ლარი. 13-ივე პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და რამდენიმე მათგანი დასრულების ფაზაში შედის. სადღეისოდ, უკვე მოწეყო მძიმე აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის სპეციალური სასწავლო კლასი თბილისის 198-ე და მე-200-ე საჯარო სკოლებში, ასევე დამონტაჟდა ეტლით მოსარგებლე შშმ ბავშვთათვის ადაპტირებული პირველი საქანელა თბილისში, ზოოპარკის ტერიტორიაზე. საგრანტო კონკურსის ყველა გამარჯვებულ პროექტს „სიცოცხლის ხის“ სტატუსი ენიჭება, რაც ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლოს წარმოადგენს.
მეორე საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერზე: www.tree.ge კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდენ „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდს“ ნომერზე 2 444 493.