დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მავნებლის წინააღმდეგ წამლობა ჩატარდება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მავნებლის წინააღმდეგ წამლობა ჩატარდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურის მავნებლის - ბუგრის წინააღმდეგ წამლობის ღონისძიებების დაესწრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები პირადად ფერმერებისგან მოისმინეს. 

მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გადაეცა 3500 ლიტრამდე ფართო მოხმარების ინსექტიციდი „ალპაკი 100 ეკ“, რომლითაც 23 000 ჰა-ს დამუშავება იგეგმება.

„სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისგან მიღებულ შეტყობინებაზე დროული რეაგირება და მათი დახმარება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი იქნას მოსალოდნელი ზარალი“,- აღნიშნა შალვა ფიფია.

„ბუგრი“ - მარცვლეული კულტურის მავლებელია, რომლის ინტენსიური გავრცელება საგრძნობლად აზიანებს და ანადგურებს ხორბლის ნათესებს. ამ ეტაპისათვის, დედოფლისწყაროში ხორბლის ნათესების 70%-ს მავნებელი შეესია და დაზიანება ემუქრება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობის ჩართულობა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია. გაზაფხულზე დროულად და სრულფასოვნად ჩატარებული აგრო-მექანიკური ღონისძიებები საგრძნობლად ამცირებს მავნებლის რიცხოვნობას