საინიციატივო ჯგუფებისთვის რეგისტრაციისა და კანდიდატის წარდგენის ვადა გაიზარდა

საინიციატივო ჯგუფებისთვის რეგისტრაციისა და კანდიდატის წარდგენის ვადა გაიზარდა

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საინიციატივო ჯგუფებისთვის რეგისტრაციისა და კანდიდატის წარდგენის ვადები შეიცვალა. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ზემოაღნიშნული პროცედურისთვის საინიციტაივო ჯგუფებს ვადა 10 დღით გაეზარდათ. შესაბამისად, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადად 29 აპრილი განისაზღვრა (საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით - კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა). ასევე შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფების მიერ მხარდამჭერთა სიების წარდგენის ბოლო ვადა 6 მაისია. (იხილეთ მუხლი 1857– 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის ზოგიერთი ახალი ვადის დადგენა).