ამჯერად ბანკი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი მოქმედი მოცურავის, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნის ირაკლი ბოლქვაძის სპონსორია. ბანკმა ირაკლისთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის სექტემბრიდან ირაკლი დუბაიში, კლუბ "Hamilton Aquatics"-ში ვარჯიშობს, რაც საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ ხარჯების დაფარვა აქამდე მთლიანად ოჯახს უწევდა, ახლა კი როდესაც ფინანსური მდგომარეობის გამო კლუბში დარჩენა არდარჩენის საკითხი დადგა, ირაკლის სპონსორად "ლიბერთი ბანკი” გამოუჩნდა.
10-13 აპრილს ირაკლიმ ეინდჰოვენში გამართულ შეჯიბრზე 200 მეტრიან ბრასში ფინალში დისტანცია 2:17.21 წამში დაფარა, დაიკავა მე-6 ადგილი და დაიმსახურა 798 ქულა, რაც 2014 წლის სეზონზე უმაღლესი შედეგია ქართველ მოცურავეებს შორის.
ლიბერთი ბანკი წარმატებას უსურვებს ირაკლის მომავალ შეჯიბრებზე და მის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს!