პაშა ბანკმა ვაჭრობის დაფინანსების კონფერენცია დააფინანსა

პაშა ბანკმა ვაჭრობის დაფინანსების კონფერენცია დააფინანსა

პაშა ბანკმა, რომელიც წარმოადგენს სრული კორპორატიული საბანკო მომსახურების ბანკს  ვაჭრობის დაფინანსების კონფერენცია დააფინანსა. კონფერენცია გაიმართა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ და ორგანიზებული იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით.

გამომსვლელთა შორის იყვნენ პაველ ანდრლე,   ვაჭრობის დაფინანსების ექსპერტი, პაშა ბანკის გენერალური დირექტორი, ანარ ისმაილოვი, და ალექსი ალექსიშვილი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და რამდენიმე ათეული წამყვანი ქართული კომპანიის წარმომადგენლები. დამსწრეებს შორის წარმოდგენილი იყვნენ როგორც კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ასევე ვაჭრობის დაფინანსების ოპერაციებში ჩართული თანამშრომლები.

შესავალ ნაწილში, ბატონმა ანდრლემ  ყურადღება გაამახვილა ვაჭრობის დაფინანსების სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, რომელსაც ქართული საბანკო სექტორი სთავაზობს კლიენტებს და ასევე გააკეთა პრეზენტაცია საერთაშორისო პრაქტიკისა და ვაჭრობის დაფინანსების   რეგულაციების შესახებ.

პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ანარ ისმაილოვმა განაცხადა, რომ ასეთი კონფერენციები საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებს სთავაზობს კარგ შესაძლებლობას, ინფორმირებული იყვნენ სიახლეების შესახებ ვაჭრობის დაფინანსების სფეროში.

„ვინაიდან პაშა ბანკის კორპორატიული სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია შექმნას ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტების დივერსიფიცირებული პორტფელი, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია  ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტების და სერვისების, რომელსაც სთავაზობს პაშა ბანკი, სრული სპექტრის წარდგენით ქართული კორპორატიული სექტორისთვის,“ - აღნიშნა მან.

ალექსიშვილმა აუდიტორიას გააცნო საინვესტიციო კლიმატის მდგომარეობა საქართველოში.