სურსათის ეროვნული სააგენტო მცენარეთა დაცვის სპეციალისტებისათვის ტრენინგს მართავს

სურსათის ეროვნული სააგენტო მცენარეთა დაცვის სპეციალისტებისათვის ტრენინგს მართავს

სურსათის ეროვნული სააგენტო, ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" მართავს ტრენინგს  მცენარეთა დაცვის სპეციალისტებისათვის, რომელსაც ატარებენ პოლონელი ექსპერტები.

ტრენინგის თემატიკა მოიცავს სასუქების რეგისტრაციის, მართვისა და რეგულირების  საკითხებს.

პოლონელი ექსპერტები წარმოადგენენ მასალებს ევროკავშირის ორი ძირითადი რეგულაციის მოთხოვნის - სასუქებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების ავტორიზაციისა და შეზღუდვის შესახებ.

განიხილავენ, ასევე, საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და დაისახავენ ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოების გეგმას.

ტრენინგის მიზანია საქართველოში აგროქიმიკატების რეგისტრაციის პროცედურის  შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის მოთხოვნებთან და ფიტოსანიტარიული დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.