კახა კალაძის განცხადება საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით

კახა კალაძის განცხადება საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით

„მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. ეს არის გაბედული და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაცაქამდე არ და ვერ შეძლო ვერცერთმა ხელისუფლებამ.

თვითმართველ ქალაქებში მერების და მუნიციპალიტეტებში გამგლებლების არჩევა მოხდება 50%-იანი ბარიერით, რაც მკვეთრად გაზრდის მერებისა და გამგებლებისლეგიტიმაციას  და პასუხისმგებლობას ამომრჩევლების წინაშე.

ეს არის დემოკრატიისკენ და ქვეყნის გონივრულად მოწყობისკენ გადადგმული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ასევე მოქალაქეების ჩართულობის და მთავრობასთანერთობლივი მუშაობის კარგი და დროული პრეცედენტი“.