შალვა ფიფია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შალვა ფიფია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის წევრებს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა გრძელვადიან პერსპექტივაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს განხორციელებულ და დაგეგმილ იმ პროექტებში, რომლებიც გლეხებს, ფერმერებსა და მეწარმეებს ფინანსურ რესურსთან ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.

ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ შეხვედრაზე მიკროსაფინანსო სექტორის პრეზენტაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მათთვის სოფლის მეურნეობის სექტორი პრიორიტეტულია.

როგორც შალვა ფიფიამ შეხვედრაზე აღნიშნა, სამინისტრო მიესალმება ყველა იმ წამოწყებას, რომელიც დარგის განვითარებას უწყობს ხელს და ასოციაციის წევრებს კონკრეტული წინადადებების წარმოდგენა შესთავაზა.

შეხვედრას პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მოისწრაფიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.