For.ge უცვლელად გთავაზობთ ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებას:
პატარკაციშვილებსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის, ყულევის ტერმინალის აქციებთან დაკავშირებით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში მიმდინარე სამწლიანი დავა ამა წლის 24 ოქტომბერს დასრულდა. აღნიშნული აქტივი ყველაზე მსხვილი და წონადია ოჯახის მიერ ჩხარტიშვილისთვის წაყენებულ პრეტენზიათა ნუსხაში. პატარკაციშვილების ოჯახმა აღიარა და სასამართლომ დაადგინა, რომ ყულევის ტერმინალის მფლობელი კომპანიის 49 აქციის ერთადერთი მესაკუთრე გახლდათ ვანო ჩხარტიშვილი და რომ ოჯახს არ გააჩნია დაინტერესება ამ აქციებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ჩვენ უკვე მივაწოდეთ. თუმცა, ზოგიერთი კვლავაც ცდილობს გარკვეული სუბიექტების შეცდომაში შეყვანას და სასამართლოს გადაწყვეტილებების დაკნინებას. აღნიშნულის გასაქარწყლებლად, ვაქვეყნებთ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ვანო ჩხარტიშვილის პრეს-სამსახური
აღმოსავლეთ კარიბის უზენაესი სასამართლო
უმაღლესი სასამართლო
ვირჯინიის კუნძულები
კომერციული ქვედანაყოფი
სარჩელი # BVHC (com), 11, 2012
მხარეები:
სარჩელის
- ინა გუდავაძე
- ლიანა ჟმოტოვა
- ივა პატარკაციშვილი
- ნათელა პატარკაციშვილი
მოსარჩელეები
და
1. ივანე ჩხარტიშვილი
2, “აზერბაიჯან (ACG)ლიმიტედ”
მოპასუხეები
და შეგებებული სარჩელის
ივანე ჩხარტიშვილი
მოსარჩელე შეგებულისარჩელით
და
1. ინა გუდავაძე
2. ლიანა ჟმოტოვა
3. ივა პატარკაციშვილი
4. ნათელა პატარკაციშვილი
მოპასუხეები შეგებებულ სარჩელზე
და შეგებებული სარჩელის
“აზერბაიჯან (ACG)ლიმიტედ”
მოსარჩელე შეგებული სარჩელით
და
1. ”კარლინაოვერსიზ კორპორეიშენ”
2. ივანე ჩხარტიშვილი
3. ინა გუდავაძე
4. ლიანა ჟმოტოვა
5. ივა პატარკაციშვილი
6. ნათელა პატარკაციშვილი
მოპასუხეები შეგებებულ სარჩელზე
განჩინება
მოსამართლე: მოსამართლე ბანისტერიQC
თარიღი: 24 ოქტომბერი, 2013 წ.
მიღებულია: 24 ოქტომბერი, 2013 წ.
სასამართლოს მიერ 2012 წლის 2 თებერვალს, 2012 წ. 22 თებერვალს; 15-17 მაისს, 2012 წ. 12 ივნისს, 2013 წ. 15 აპრილს, და 2013 წ. 19 სექტემბერს მიღებულ საქმეზე; და სასამართლოს მიერ აქ წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით
და მოსარჩელეების მიერ (სარჩელით) ამ განჩინების დანართში დეტალურად აღწერილი საკითხების დადასტურების შედეგად, რომლებიც გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, არც კერძო და არც კონფიდენციალურ ინფორმაციას არ წარმოადგენს,
და გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წ. 4 ოქტომბერს მოსარჩელეებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37 ნაწილის თანახმად წარმოადგინეს შეტყობინება სარჩელის შეწყვეტის შესახებ, ,
წინამდებარეთი გადაწყვეტილი და გამოცხადებულია, რომ:
1. პირველი მოპასუხის ივანე ჩხარტიშვილის (”ვანო”) და მეორე მოპასუხის “აზერბაიჯან (ACG)ლიმიტედ”-ის (”ACG”)შესაგებლების დროებითი შეჩერება მოიხსნას მხოლოდ წინამდებარე განჩინების გამოტანის მიზნით.
2. გადაწყვეტილება გამოტანილია ვანოს სასარგებლოდ შემდეგი პირობებით:
ა. გამოცხადებულია, რომ ვანო წარსულში არ ფლობდა აქციებს ”კარლინაოვერსიზ კორპორეიშენში” (”კარლინა”) არკადი პატარკაციშვილის (”ბადრი”) მინდობილი მესაკუთრის სახით და იყო აქციების ერთადერთი სამართლებრივი და ბენეფიციარი მესაკუთრე 2012 წლის 12 ივნისამდე.
ბ. გამოცხადებულია, რომ ვანო უფლებამოსილი იყო 2012 წლის 12 ივნისს გადაეცა მისი აქციები კარლინაში ”ACG ”-სათვის; და
გ. მოსარჩელეებს ეკრძალებათ ამ სასამართლო პროცესის ფარგლებში წარმოდგენილი სარჩელების ვანოს წინააღმდეგ საქართველოს რესპუბლიკაში წაყენება.
3. გადაწყვეტილება გამოტანილია ”ACG ”-ს სასარგებლოდ შემდეგი პირობებით:
ა. გამოცხადებულია, რომ არა უგვიანეს 2006 წლის 29 დეკემბრიდან ვანო იყო კარლინას 49 აქციის ერთადერთი სამართლებრივი და ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც წარსულში მის სახელზე იყო რეგისტრირებული;
ბ. გამოცხადებულია, რომ არა უგვიანეს 2006 წლის 29 დეკემბრიდან ბადრის არ გააჩნდა ბენეფიციარული ინტერესი (მინდობილი საკუთრების მეშვეობით ან სხვაგვარად) კარლინას 49 აქციასთან დაკავშირებით, რომელიც წარსულში ვანოს სახელზე იყო რეგისტრირებული; და
გ. გამოცხადებულია, რომ არც მოსარჩელეებს და არც ბადრის სამკვიდროს არ გააჩნიათ რაიმე სახის ინტერესი კარლინას 49 აქციასთან დაკავშირებით, რომელიც წარსულში ვანოს სახელზე იყო რეგისტრირებული.
4. 30-31 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომები გაუქმებულია.
5. მოსარჩელეები ვანოს და ”ACG ”-ს გადაუხდიან სარჩელით 2013 წლის 4 ოქტომბრამდე წარმოშობილ ხარჯებს (იმ შემთხვევაში, თუ მათ უკვე არ აქვთ მიღებული ამ ხარჯების დაფარვის ბრძანება ან უკვე არ აქვთ დაკისრებული ეს ვალდებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37,6 მუხლის საფუძველზე). ხარჯები შეფასდება, იმ შემთხვევაში თუ შეთანხმებული არ არის ჯერ.
6. მოსარჩელეები ვანოს და ”ACG ”-ს გადაუხდიან შეგებებული სარჩელებით წარმოშობილ ხარჯებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ უკვე არ აქვთ მიღებული ამ ხარჯების დაფარვის ბრძანება. ხარჯები შეფასდება, იმ შემთხვევაში თუ შეთანხმებული არ არის ჯერ.
7. შუალედური ანგარიშსწორების ფორმით, მოსარჩელეები გადაუხდიან, 5 და 6 პუნქტებში მითითებულ ხარჯებთან მიმართებაში:
ა. 200,000 აშშ. დოლარს - ვანოს და
ბ. 100,000 აშშ. დოლარს - ”ACG ”-ს.
სასამართლოს სახელით - სხდომის მდივანი
დანართი
პირველი მოპასუხის მიმართ (”ვანო”)
1. ვანო წარსულში არ ფლობდა აქციებს ”კარლინაოვერსიზ კორპორეიშენში” (”კარლინა”) როგორც არკადი პატარკაციშვილის (”ბადრი”) მინდობილ საკუთრებად და იყო აქციების ერთადერთი სამართლებრივი და ბენეფიციარი მესაკუთრე 2012 წლის 12 ივნისამდე.
2. ვანო უფლებამოსილი იყო 2012 წლის 12 ივნისს გადაეცა მისი აქციები კარლინაში ”ACG ”-სათვის; და
3. მოსარჩელეებს ეკრძალებათ ამ სასამართლო პროცესის ფარგლებში წარმოდგენილი სარჩელების ვანოს წინააღმდეგ საქართველოს რესპუბლიკაში წაყენება.
ACG-ს მიმართ
1. არა უგვიანეს 2006 წლის 29 დეკემბრიდან ვანო იყო კარლინას 49 აქციის ერთადერთი სამართლებრივი და ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც წარსულში მის სახელზე იყო რეგისტრირებული;
2. არა უგვიანეს 2006 წლის 29 დეკემბრიდან ბადრის არ გააჩნდა ბენეფიციარული ინტერესი (მინდობილი საკუთრების მეშვეობით ან სხვაგვარად) კარლინას 49 აქციასთან დაკავშირებით, რომელიც წარსულში ვანოს სახელზე იყო რეგისტრირებული; და
3. რომ არც მოსარჩელეებს და არც ბადრის სამკვიდროს არ გააჩნიათ რაიმე სახის ინტერესი კარლინას 49 აქციასთან დაკავშირებით, რომელიც წარსულში ვანოს სახელზე იყო რეგისტრირებული.
სარჩელი # BVHC (com), 11, 2012
აღმოსავლეთ კარიბის უზენაესი სასამართლო
უმაღლესი სასამართლო
ვირჯინიის კუნძულები
კომერციული ქვედანაყოფი
მხარეები:
სარჩელის
- ინა გუდავაძე
- ლიანა ჟმოტოვა
- ივა პატარკაციშვილი
- ნათელა პატარკაციშვილი
მოსარჩელეები
და
1. ივანე ჩხარტიშვილი
2, “აზერბაიჯან (ACG)ლიმიტედ”
მოპასუხეები
და შეგებებული სარჩელის
ივანე ჩხარტიშვილი
მოსარჩელე შეგებული სარჩელით
და
1. ინა გუდავაძე
2. ლიანა ჟმოტოვა
3. ივა პატარკაციშვილი
4. ნათელა პატარკაციშვილი
მოპასუხეები შეგებებულ სარჩელზე
და შეგებებული სარჩელის
“აზერბაიჯან (ACG)ლიმიტედ”
მოსარჩელე შეგებული სარჩელით
და
1. ”კარლინაოვერსიზ კორპორეიშენ”
2. ივანე ჩხარტიშვილი
3. ინა გუდავაძე
4. ლიანა ჟმოტოვა
5. ივა პატარკაციშვილი
6. ნათელა პატარკაციშვილი
მოპასუხეები შეგებებულ სარჩელზე
განჩინება
ჰარნის, კრეიგმურ ჩემბერს, როუდ თაუნ, ტორტოლა, BVI VG1110
მოსარჩელეების სამართლებრივი პრაქტიკოსები