თბილისი, 23 დეკემბერი, 2013 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა თურქეთში, სტამბოლში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის შესახებ. ოფისის გახსნა სტამბოლში, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ინვესტიციებისა და ვაჭრობის მნიშვნელოვანი მოცულობის არსებობით, წარმომადგენლობითი ოფისი ფოკუსირებული იქნება თურქეთის ფინანსურ ინსტიტუტებთან და ბიზნეს წრეებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე.
„მოხარული ვარ, რომ სტამბოლში ოფისის გახსნით, საქართველოს ბანკი აფართოებს მის საერთაშორისო მიმართულებას. ათწლეულზე მეტია, თურქეთი საქართველოს ერთ–ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის. თურქეთთან ვაჭრობის მოცულობამ, 2012 წელს, დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, საქართველოში თურქული ინვესტიციების ოდენობა კი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, რაც ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ეჭვგარეშეა, რომ თურქეთი, მომავალი წლების განმავლობაში, დარჩება საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, საქართველოს ბანკის დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოვახდინოთ იმ ბიზნეს შესაძლებლობების რეალიზაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორის მზარდი პარტნიორობიდან გამომდინარეობს,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
სტამბოლის ოფისი, საქართველოს ბანკის რიგით მეოთხე უცხოური წარმომადგენლობაა თელ ავივის, ლონდონისა და ბუდაპეშტის შემდეგ.