დიმიტრი გაბუნია : „გია ხუხაშვილი აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში!!”

დიმიტრი გაბუნია : „გია ხუხაშვილი აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში!!”

ადვოკატთა ასოციაციაში ჩვენს მიერ  გამართული ბრიფინგის  კომენტირებისას გია ხუხაშვილმა “აღიარებითი ჩვენება” მისცა მედიას და დაადასტურა რომ:

1. მან,  როგორც  უმაღლესი რანგის ჩინოვნიკმა, განახორციელა მუქარის ზარი ჩემს მიმართ, რითაც დემონსტრაციულად დაარღვია მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპები  და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული;

2. მან, კანონის უხეში ხელყოფით,ფარულად ჩაწერა ჩვენი საუბარი და  გამოიყენა იგი ჩემი  დისკრედიტაციისთვის, რაც  სისხლის სამართლის დანაშაულია;

3. მან, როგორც ერთ-ერთმა  გავლენიანმა ოფიციალურმა  პირმა, მონაწილეობა მიიღოორ კერძო სუბიექტს  შორის დავაში, რაც აგრეთვე დანაშაულია.

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გამო, გია ხუხაშვილის წინააღმდეგ  ამ კვირაში საჩივარიშეგვაქვს პროკურატურაში.

 გია ხუხაშვილი ცდილობს, მისთვის ჩვენს მიერ  წაყენებული ბრალდებების სიმძიმე,პატარკაციშვილ-ჩხარტიშვილის დავაზე  უაპელაციო მსჯელობით გადაფაროს. თუმცა:

ცრუობს, როცა ამბობს, რომ იგი დავაშიჩვენისურვილით ჩაერთო. ჩვენ იძულებულები გავხდით  მისთვის ობიექტურობის დაცვის თხოვნით მიგვემართა, რადგანაც დავრწმუნდით რომ  თავიდან ბოლომდე  იყო ჩართული ამ დავაში და ჩვენს წინააღმდეგ მის ხელთ არსებულ სახელისუფლო რესურსებს უკანონოდ იყენებდა.

ცრუობს, როცა საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად  აბსურდული არგუმენტი მოჰყავს, თითქოს იგი  არ წარმოადგენდა უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეს და პრემიერის ეკონომიკური მრჩევლის ფუნქციას სასხვათაშორისოდ ითავსებდა(!?).

ცრუობს, როცა აღნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც თანხის გადახდაზე დავთანხმდით და  მის წინააღმდეგ კამპანია ამ თანხმობის გასაბათილებლად წამოვიწყეთ. ერთ-ერთ შეხვედრაზე პატარკაციშვილის მხარემ მართლაც წარმოადგინაციფრები. ჩვენ დავინტერესდით   მათი  თუ ხუხაშვილის დაანგარიშებების მეთოდოლოგიით და გვქონდა მსჯელობა მათ აბსურდულობაზე. ამ მსჯელობის უკანონო ჩაწერითა და მათი მანიპულირებით ცდილობდა იგიჩვენს დაშანტაჟებას.

ცრუობს, როცა ამბობს, რომ სტენოგრამა გააკეთა, რადგან ჩვენი მხარე არ იყო გაფრთხილებული სტენოგრამის გაკეთების თაობაზე და ამაზე ჩვენი თანხმობა არ ყოფილა, რის გამოც ფარულად განახორციელა ჩანაწერი.

ცრუობს როცა ამბობს , რომ იგი არ ჩარეულა ამ საქმეში და მხოლოდ მოსმენითა და ჩაწერით იყო დაკავებული. პროკურატურაში ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ  შეწყვეტილი გამოძიება  სრულიად უკანონოდ განახლდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული გია ხუხაშვილმა  ჩვენი  ერთ-ერთი შეხვედრის  დროს დაანონსა.

ცრუობს, როცა ლაპარაკობსვანო ჩხარტიშვილის მიერ 2007-2008 წლებში ბადრი პატარკაციშვილის ქონებების გადაფორმებაზე. ერთი შეხედვით, რთულია, საზოგადოება ოფშორული კომპანიების საქმიანობის ნიუანსებსა და  ბენეფიციარისა თუ სატრასტო საკუთრების თავისებურებებში გაარკვიო და ამით სურს ისარგებლოს ხუხაშვილმა. თუმცა, არა გვგონია  გაგვიჭირდეს იმის დამტკიცება, რომ ოფშორული კომპანიები, რომლებზეც აპელირებს ხუხაშვილი, გამოყენებული იყო ჩხარტიშვილისა და პატარკაციშვილის საერთო საქმიანობისათვის.სამართლებრივად დადასტურებულია, რომ ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ფლობდა ამ კომპანიების გენერალურ მინდობილობას და შესაბამისად, თავისუფლად შეეძლო განეკარგა ამ კომპანიების აქტივები საერთო საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე. 2008 წელს, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, როცა შეიქმნა სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ამ აქტივების წართმევის საშიშროება, ისინი, კანონის სრული დაცვით, ჩხარტიშვილმა, ისევ მისი და ბადრი პატარკაციშვილის საერთო საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე გადააფორმა სხვა კომპანიებზე, რითაც პატარკაციშვილების ოჯახს არანაირი ზიანი არ განუცდია. სააკაშვილის რეჟიმმა უკანონოდ მაინც შეძლო ამ აქტივების ჩამორთმევა და,სამართლებრივად დადასტურებულია ფაქტია ისიც, რომვანო ჩხარტიშვილსსარგებელი საერთოდ არ მიუღია. ეს ყოველივე კარგად იცის ხუხაშვილმა, მაგრამ „საპნის ოპერის“ მორიგ არიას თხზავს.

ჩხარტიშვილზეპერიოდული საინფორმაციოთავდასხმებიდან, ყველაზემასშტაბური განხორციელდა ამა წლის ივნისში, როცა  ბრიტანეთის  ვირჯინიის კუნძულების სასამართლოს  აღნიშნულ საკითხზე პრინციპული გადაწყვეტილება უნდა მიეღო.  მიზანი  ცხადი იყო, სასამართლოს  შესაძლო არასასურველი შედეგისდადგომამდე უნდა  გაეტეხათ  ჩხარტიშვილი და დაშანტაჟებით  ფული გამოეძალათ.არცთუ უმიზეზოდ ჩქარობდნენ,  ბრიტანეთის  ვირჯინიის კუნძულების სასამართლოს ამა წლის 24 ოქტომბრის     გადაწყვეტილებით,  პატარკაციშვილების ოჯახმა აღიარა და სასამართლომ დაადგინა რომ, ოჯახსა და ჩხარტიშვილს შორის მიმდინარე სამწლიანი   სადაო პაკეტის  ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი აქტივი, ყულევის ტერმინალის 49 აქცია  ვანო ჩხარტიშვილის საკუთრება იყო დაოჯახს მასზე პრეტენზია არ გააჩნია.  შესაბამისად, არ და ვერ იდავებს ამ აქტივზე ვერცერთ სასამართლო ინსტანციაში.

 ამ დღეებში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა თუ ვინ და რატომ უშლის ხელს პატარკაციშვილებისა და ჩხარტიშვილის  მორიგებას. სწორედ ხუხაშვილისა და  ინა გუდავაძის სხვა ვაიმრჩევლისსინდისზეა, რომ მოლაპარაკების თაობაზეჩვენს ყველა ინიციატივას საინფორმაციო თავდასხმებითა და პასკვილებით პასუხობენ. ჩვენი მხარე არ აპირებს ჩაერთოს უაზრო პოლემიკაში არაკოპეტენტურ, მიკერძოებულ, არაპროფესიონალ და არაუფლებამოსილ პირებთან, არც „კარგ ბიჭებსა“ და ბიზნეს მამაოებს მივმართავთ საქმის გასარჩევად. ჩვენ ვიყავით და დავრჩებით დავის ცივილიზებულიგანხილვის ჩარჩოებში.  მიუხედავად ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში მიღწეული დამაჯერებელი გამარჯვებისა, ჩვენ  პატარკაციშვილების ოჯახს  კიდევ ერთხელ შევთავაზეთ მოლაპარაკებების გზითდავის დასრულების წინადადებით.ეს შეთავაზება ძალაშიაწლის ბოლომდე. უარის შემთხვევაში, მივმართავთ ქართულ მართლმსაჯულებას, რათა ამ უაზრო დავას სასამართლო მორიგებით დაესვას წერტილი.

გია ხუხაშვილი კი, რომელმაც კიდევ ერთხელ სცადა ჩემი რეპუტაციის შელახვა და  ასოციაციის თავმჯდომარესა და ჩვენს შორის განხეთქილების ჩამოგდება, სათანადო სამართლებრივ პასუხს მიიღებსარა მხოლოდ პირადად ჩემგან, არამედ ასოციაციისგანაც. მინდა ვუთხრა, რომ მას ეს ავანტიურა არ გამოუვიდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ადვოკატები ერთი გუნდი ვართ. ვაცხადებთ, რომ მისი რიტორიკული, დამრიგებლური და შეურაწმყოფელი ტონი მიუღებელია ადვოკატთა კორპუსისთვის.ეს არ არის დიმიტრი გაბუნიასა და გია ხუხაშვილს შორის უბრალო დაპირისპირება, არამედ არის ადვოკატისა და ყოფილი ჩინოვნიკის პოზიციების  პრინციპული შეუთავსებლობა.

და ბოლოს,ნოდარ (გია) ხუხაშვილს, რომელიც უხეშად, თავხედურად შეეხო ადვოკატის ღირსებას, კანონის სრული სიმკაცრით მოუწევს სასამართლოში ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგება, რაზეც არა მარტო მე, მთელი ადვოკატთა კორპუსი კანონის სრული დაცვით  იზრუნებს.