საექსპორტო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საექსპორტო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

28-30 ნოემბერს,  თბილისში საერთაშორისო საექსპორტო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენა ვაზისუბნის დასახლებაში, ოლიმპიურ სოფელთან ჩატარდება და მისი ორგანიზატორი „ჰუალინგ ჯგუფია“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20 000 მდე დასახელების პროდუქცია, მსოფლიოს 3 უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნიდან. გარდა საექსპორტო საქონელისა გაიყიდება კოკა-კოლას, ბორჯომის, შატო მუხრანის და სხვა ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციაც. ტანსაცმელი, ავეჯი,  განათების სისტემები, ჩანთები, პარფიუმერია, სათამაშოები, სამშენებლო მასალები,ელექტო ტექნიკა, ეს ყველაფერი გაიყიდება როგორც საცალოდ, ისე ბითუმად.

„მსგავსი გამოფენა-გაყიდვა თბილისში უკვე მეორედ ტარდება და მომავალში აუცილებლად მიიღებს სისტემურ ხასიათს. მოხარულები ვართ რომ წელს შარშანდელთან შედარებით იმატა იმ კომპანიათა რაოდენობამ რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი პროდუქცია წარმოედგინათ ქართველი მომხმარებლისთვის. ასევე სიახლეა რომ წლევანდელ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიებიც, ვიმედოვნებთ რომ ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს განავითარონ საკუთარი ბიზნესი და დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები“ - აცხადებენ ჰუალინგ ჯგუფის ქართულ წარმომადგენლობაში.

28 ნოემბერსვე ბაზისბანის რომელიც “ჰუალინგ ჯგუფის" წევრია  მსხვილი თანამედროვე კომერციული ბაზრისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნასთან დაკავშირებით გაიხსნის ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრს. აღნიშნული სერვისცენტრი ხელს შეუწყობს საოპერაციო მომსახურებას და ასევე სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზებას, როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიებისთვის, მათი ინვესტიციების მხარდასაჭერად.

კორპორაცია „ჰუალინგის“ საქმიანობის ძირითად სფეროს მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელება  წარმოადგენს, როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ცენტრალური აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში . „ჰუალინგ ჯგუფი“  1988 წელს, სინძიანში დაარსდა და ჩინეთში 5 განვითარებულ საბითუმო ბაზართან ერთად, 3 მილიონ კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს ფლობს. საქართველოში  ჯგუფი 2007 წლის ბოლოს შემოვიდა.  კომპანიას  წლიურად 88 000 კუბური მეტრი ხე-ტყის მოპოვებზე აქვს ლიცენზია, დაიწყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ქუთაისში, 2012 წელს, კომპანია „ბაზისბანკის“ აქციათა 90%–იანი წილის მფლობელი გახდა. ჰუალინგი თბილისის ზღვაზე  მასშტაბურ დეველოპერულ პროექტს ახორციელებს, რომლის პირველი ეტაპი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის ოლიმპიური სოფლის მშენებლობა გახლავთ.  2015 წლამდე, საინვესტიციო თანხა შეადგენს 150 მილიონი ა.შ.შ.  დოლარს , ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში აშენებულ კომპლექსში 3800-4000  სპორტსმენი განთავსდება.