სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, ზვიად გამსახურდიას№18-ში მდებარე შპს "ა-ნი-თას" სასურსათო მაღაზიაში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.
ამოღებულია არაჟანი, იოგურტი, ხაჭო, ხაჭოს დესერტი, მდნარი ყველი, მარგარინი, ნამცხვარი, სხვადასხვა სახეობის ძეხვი; გაყინული ნახევარფაბრიკატები: ხინკალი, ბლინი, და სხვ. აღნიშნული პროდუქცია დაილუქა დაკანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.