საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი ზურაბ ვარდიძე დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ დაუდასტურა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წაუყენებენ, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.