ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტიდან ევროკავშირისთვის წევრობის თხოვნით მიმართვის მუხლი ამოიღეს

ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტიდან ევროკავშირისთვის წევრობის თხოვნით მიმართვის მუხლი ამოიღეს

ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტის საბოლოო ვარიანტიდან ამოღებულია მუხლი 49, რომელიც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს უფლებას ანიჭებს წევრობის შესახებ მიმართოს ევროკავშირს, თუ ის პატივს სცემს ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებს. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო ავრცელებს. 

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დეკლარციის წინა პროექტში ეს მუხლი არსებობდა. ახალ ვარიანტში კი აღნიშნულია, რომ ვილნიუსის სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ აღიარებენ ზოგიერთი პარტნიორიოის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს ისევე, როგორც მათ მტკიცე პოზიციას, ააშენონ ღრმა და მდგარდი დემოკრატია.
როგორც "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ სტატიაში ნათქვამი, მუხლი 49, მნიშვნელოვანია იურიდიული და სიმბოლური თვალსაზრისითაც.

"ტექსტში გამოყენებული ფორმულირებების შეცვლა მათ იმითაც შეძლეს, რომ პროეექტი აღმოსავლეთ პარტნიორიობის ექვს სახელმწიფოს მოიხსენიებს როგორც ქვეყნებად ან პარტნიორ ქვეყნებად, ნაცვლად სახელმწიფოსი. ეს ასევე განიხილება გაფართოების პერსპექტივის შესუსტებად", - ნათქვამია "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ სტატიაში.

ამასთან, დეკლარაციის ბოლო ვარიანტში აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებთან მიმართებაში "სახელმწიფო" მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები და ისიც იმ პუნქტში, რომელიც პირდაპირაა გადმოღებული ევროკავშირის მიერ "სამხრეთ სამეზობლოსთვის" შემუშავებელი დეკლარაციიდან, ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებთან მიმართებით.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, ვილნიუსის დეკლარაციის პროექტს, რომელშიც აღნიშნულია აქამდე მიღწეული ასპექტები და ის, თუ რა უნდა მოხდეს 2015 წლის სამიტამდე, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვასა და უკრაინის წარმომადგენლები 27 ნოემბრამდე შეისწავლიან, ვიდრე მას 29 ნოემბერს ხელი მოეწერება. ამასთან, "რადიო თავისუფლება" ასევე აღნიშნავს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორიობის" ქვეყნები შეეცდებიან დოკუმენტში შეიტანოს გარკვეული ფორმულირება რეგიონში არსებულ გაყინულ კონფლიქტებთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, დეკლარაციის პროექტი არ შეიცავს პუნქტებს აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტების შესახებ.

"თუმცა, შესაძლოა აღმოსავლეთ პარტნიორიობის ზოგიერთი ქვეყანა შეეცადოს დეკლაპარაციის პროექტში ჩაამატოს პუნქტები ამ სადავო ტერიტორიების შესახებ", - ნათქვამია "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ სტატიაში.