თბილისი, 26 ნოემბერი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს, წარადგინა სრულიად ახალი ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის. Businee Online გამორჩეულია მოსახერხებელი დიზაინით, მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე და მისი გამოყენება ძალიან მარტივია. საქართველოს ბანკის ახალ ინტერნეტბანკს იურიდიული პირებისთვის აქვს სრულიად ახალი, უნიკალური ფუნქციები, არის ძალიან სწრაფი და საუკეთესოდ დაცული, საერთაშორისო დაცვის სტანდარტებით. Business online -თ სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერით.
სრულიად ახალი მიდგომის შედეგად, ახალ ინტერნეტბანკში ავტორიზაციის გავლა და ხელმოწერა შესაძლებელია არა მხოლოდ გასაღებით, არამედ უკვე დიჯიპასითა და ID ბარათით. მეტი სიმარტივისა და მოხერეხებულობისთვის, მომხარებელს შეუძლია დოკუმენტების, ანგარიშების, დეპოზიტების, სესხების ჩამონათვალის, კრედიტის გადახდისა და დაფარვის გრაფიკების ექსპორტირება Excel-ის ან PDF-ის ფორმატში. ასევე, პაკეტური გადარიცხვების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად განახორციელოს სამი ტიპის ოპერაცია: ხელფასის გადარიცხვა, ეროვნული ვალუტის, ან უცხოური ვალუტის გადარიცხვა. გამარტივებულია სახაზინო კოდების ავტომატიზაციაც – სახაზინო კოდები და მათი აღწერა ცნობარშია განთავსებული, გადარიცხვის დროს კი მათი ავტომატურად გამოყენებაა შესაძლებელი.
სრულიად ახალი ინტერნტებანკი Business Online შესაძლებლობას იძლევა, ნებისმიერი დოკუმენტის შექმნის ან პაკეტური გადარიცხვის დროს, დუბლირების დასადგენად შემოწმდეს, ემთხვევა თუ არა ახალი დოკუმენტი უკვე შექმნილ რომელიმე დოკუმენტს. დოკუმენტების შედარებას მომხმარებელი, მის მიერ წინასწარ არჩეული ველების მიხედვით შეძლებს.