სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, ზვიად გამსახურდიას №17-ში მდებარე ი/მ "ალი ვერძაძის" სასურსათო მაღაზიაში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ამოღებულია კისელი, ზეითუნის ზეთი, სხვადასხვა სახის მწნილი, ნამცხვარიდა სხვა. აღნიშნული პროდუქცია დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით.