პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

თანამემამულენო,

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

წმინდა გიორგი ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. ამიტომაც არის იგი გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბზე.

ჩვენი ქვეყანა დღეს ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ მომავლის რწმენით, ყველა სირთულეს დავძლევთ და ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოში ვიცხოვრებთ.