საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვლი აშშ-ს საერთაშორისო განვთარების სააგენტოს დირექტორს რაჯივ შაჰს და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს თომას მელიას შეხვდა.
შევედრაზე მხარეებმა საქართველო-ამერიკის ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
USAID -ის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„დღეს გამართულ ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ობამა და სახელმწიფო მდივანი ბატონი კერი ძალიან მაღალ პრიორიტეტს ანიჭებენ საქართველოსთან ძლიერი და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ USAID-ის ხელმძღვანელმა.
მანვე ქართველ ხალხს და მთავრობას ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაბარება მიულოცა, რაც მისი თქმით, სტაბილურობისა და დემოკრატიის საფუძველია.