კოოპერატივებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა

კოოპერატივებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა

11-15  ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის  რეგიონებში შეხვედრები გამართა.  მუნიციპალიტეტებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების  წარმომადგენლებს, გიორგი მიშელაძემ  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებით, რეგიონებში ინტერესი საკმაოდ  მაღალია.  შეხვედრებზე განვიხილეთ კოოპერატივის შექმნის ტექნიკურ დეტალები, ასევე  სახელმწიფოს მხრიდან კოოპერატივების ხელშეწყობისთვის დაგეგმილი შეღავათები და  პროგრამები“, - განაცხადა გიორგი მიშელაძემ.

მომავალი კვირიდან სასაოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შეხვედრებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში  გამართავს.

საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ პარლამენტმა 2013 წლის 12 ივლისს მიღო. კანონის საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამრთლის იურიდიული პირი-„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.