ვიქტორია ნულანდის განცხადებით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანონის უზენაესობის თვალსაზრისით წინსვლა აქვთ.
"ვილნიუსის ევროკავშირის სამიტამდე ორი კვირით ადრე უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ისტორიული მომენტი დგება. ამ ქვეყნებს ევროკავშირის მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ბაზრის გახსნილობის თვალსაზრისით ჰქონდათ წინსვლა, რათა გააფორმონ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. შეერთებული შტატები მიესალმება ამ ქვეყნების ევროპულ არჩევანს და სურს იხილოს სამივე სახელმწიფო საჭიროდ ევროპული ოჯახისათვისთვის, თავისუფალი ვაჭრობის სარგებლობით და უვიზო მიმოსვლით, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს", - განაცხადა ნულანდიმა.
ნულანდის თქმით, რუსეთის ზოგიერთი საქციელი საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა.
"რაზეც არ უნდა საუბრობდნენ, იქნება ეს მოლდოვური ღვინის აკრძალვა, სიტუაცია ლიტვა-რუსეთის საზღვარზე, თუ საზღვრების გავლება საქართველოში, რუსეთი ამით მეზობლებს კუნთებს უჩვენებს. ჩვენ გვაქვს გარკვეული მექანიზმი, რომლებიც არ გვქონდა წარსულში, რათა ნათელი მოვფინოთ, რომ ეს არ არის საუკეთესო საქციელი. ამ ქალაქში საკამათო საკითხი იყო, როდესაც ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა რუსეთის შესვლას საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში. რუსეთის ზოგიერთი საქციელი საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა. რუსეთის მეზობლებს გამოსაყენებლად სწორედ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის მექანიზმი აქვთ", - განაცხადა ნულანდმა.