აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის "მედიის თავისუფლების ინდექსში" საქართველო მეორე ადგილზე დაქვეითდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mediafreedomwatch.org ავრცელებს.
"ინტერნიუსი უკრაინის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებს შორის პრესის თავისუფლების მხრივ ყველაზე თავისუფალი მოლდოვაა, რომელიც პირველ ადგილზეა და 6 ქულით უსწრებს საქართველოს.
"მედიის თავისუფლების ინდექსში" მესამე და მეოთხე ადგილზე სომხეთი და უკრაინა არიან, მეხუთეზე – აზერბაიჯანი, მეექვსეზე კი – ბელორუსი.
კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორიობის ექვს ქვეყანაში 2013 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით სამი თვის მდგომარეობას ასახავს.
ამასთან, ოქტომბრის თვეში წარმოდგენილ იმავე ინდექსში საქართველო პირველ ადგილზე იმყოფებოდა.