საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ისრაელის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ისრაელში ვიზიტი შეაჯამეს და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„ ისარელთან თანამშრომლობა და მისი გამოცდილების გაზიარება აგრარულ სექტორში მეტად მნიშვნელოვანია. ისრაელის მხარე მზად არის მარშავის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის სასწავლო პროგრამები განახორციელოს , მათ შორის საქართველოში კოოპერაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით. ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია 20-22 ნოემბერს დაგეგმილი ტექნოლოგიური გამოფენა , რომელშიც ებრაული კომპანიების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას.“-განაცხადა შალვა ფიფიამ.
ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ებრაული მხარე მზად არის ჩაერთოს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამებში და გაუზიაროს ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება კოოპერატივების განვითარების კუთხით.