სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "თურქულის" საწინააღმდეგო საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ჩაუტარდება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, მიმდინარეობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიკაცია-ნიშანდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ასევე აგრძელებენ ჯილეხისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. მაღალი რისკის ზონებში ჯილეხზე აცრა ჩაუტარდება 200 ათასამდე მსხვილფეხა, წვრილფეხა რქოსან პირუტყვსა და ცხენს; რაც შეეხება ცოფს, ცოფის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში აიცრა 60 ათასზე მეტი ძაღლი და კატა, მაგრამ ეპიზოოტიური სიტუაციიდან გამომდინარე, პროფილაქტიკური ღონისძიებები კვლავ გრძელდება.