ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა.
2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაიარა 60-მა ადგილობრივმა (19,746 დამკვირვებელი) და 65-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ (1,241 დამკვირვებელი). რაც შეეხება მედიასაშუალებებს, სულ აკრედიტაცია 152-მა ორგანიზაციამ (1,381 ჟურნალისტი) გაიარა, აქედან 84 საერთაშორისო მედია ორგანიზაციაა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს 64 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და 146 მედია აკვირდებოდა.