სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე სუპერმარკეტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე სუპერმარკეტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მონიტორინგის შედეგად სუპერმარკეტ "ზღაპარში" 10 კილოგრამამდე ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტი აღმოაჩინეს. სხვადასხვა სახეობის ძეხვი, ყველი, ვიჩინა, ქათმის ღვიძლი, თევზი და სხვა პროდუქტი დაილუქა და უახლოეს დღეებში განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სასურსათო ბაზრის მონიტორინგს, ასევე, გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.