თელავის და ბათუმის პირველ ლუდის ფესტივალზე „ნატახტარი“ წელს უამრავ სტუმარს ელის
„ნატახტარის ლუდის ფესტივალის“ ტური საქართველოს ქალაქებში გრძელდება და ამჯერად ორდღიანი ფესტივალი ბათუმსა და თელავში გაიმართება. 17-18 აგვისტოს, კომპანია „ნატახტარის“ მიერ ორგანიზებული სახალხო დღესასწაული ბათუმში გაიმართება უნივერსიტეტის ეზოში (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე), ხოლო თელავში თეატრის პირდაპირ.
ღონისძიება დაიწყება 17:00-ზე. მუსიკალურ განწყობას შაბათს ბათუმში შექმნიან „ზარები“, Other Side, სალიო და ელენე კალანდაძე, ხოლო კვირას -„ნალი“, Latino Boys, დავით ილურიძის ბენდი და ფრანი.
თელავის მუსიკალური პროგრამა - შაბათი: Evening Project, „ნალი“, „გობლინები“ Natural Born Lovers (ft. Poul) და „REGGEYON“. კვირა: „ზარები“, Imagine, Jumping General და Natural Born Lovers (ახალი პროგრამით)
ბენდების გამოსვლებს შორის შესვენებებზე გაიმართება სხვადასხვა სახის შეჯიბრებები და თამაშები ლუდის სმაში. გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ ფესტივალის ატრიბუტიკა.
ფესტივალზე გასართობი იქნება ბავშვებისთვისაც - საგანგებოდ გაწყობილ ლიმონათის კუთხეში მათ გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის ხუთი ბრენდი: ნატახტარი, მთიელი, კაიზერი, კოზელი და ეფესი.