ირაკლი ღარიბაშვილი:  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები უახლოეს დღეებში განადგურდება

ირაკლი ღარიბაშვილი: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები უახლოეს დღეებში განადგურდება

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები უახლოეს დღეებში განადგურდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მასალები დღეს უნდა განადგურებულიყო, თუმცა ვინაიდან ამ საკითხზე მომუშავე კომისიის ყველა წევრი საქართველოში არ იმყოფება ეს პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო. 

"შთანხმებისამებრ, მასალები დღეს უნდა განადგურებულიყო, მაგრამ ვინაიდან კომისიის ყველა წევრი არ იმყოფება საქართველოში, ალბათ რამდენიმე დღით გადაიდება განადგურება. პროცედურა დაწყებულია, ჩვენ ყველა საჭირო პროცედურა გავიარეთ. ჩვენ მზად ვართ, გადაწყვეტილება არ შეცვლილა. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები აუცილებლად განადგურდება უახლოეს დღეებში, როგორც კი კომისიის ყველა წევრი იქნება საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.