The Washington Times მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე ელჩის რეაქციას გამოეხმაურა

The Washington Times მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე ელჩის რეაქციას გამოეხმაურა

"სასაცილო არაფერია", - ამ სათაურით ეხმაურება ამერიკული გამოცემა The Washington Times-ის ჟურნალისტი ჯეიმს მორისონი აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის რეაქციას მიხეილ სააკშვილის ხომალდ Bulkeley-ზე სიტყვით გამოსვლას. 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში აშშ-ის მოქმედი ელჩი გამოცდილი დიპლომატია, რომელიც ისეთ სახიფათო ფორპოსტებზე მუშაობდა, როგორიც არის ავღანეთი და არქტიკა.
"რიჩარდ ნორლანდი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრად და ნაციონალური ომის კოლეჯის მეთაურის მოადგილედაც მსახურობდა. თუმცა, მისი უნარები ჩაფლავდა, როცა გასულ კვირას, ამერიკულ ხომალდზე ვიზიტის დროს საქართველოს მწვავედ დაპირისპირებული მეტოქეების სიტყვიერი შეკამათების დამშვიდებას შეეცადა.

"პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის სიტყვიერმა შეკამათებამ მწვავე მედიაგამოხმაურება ჰპოვა, სადაც ასევე აღნიშნული იყო, რომ რიჩარდ ნორლანდი იცინოდა, როცა ლიდერები ერთმანეთს თავს ესხმოდნენ", - აღნიშნავს მორისონი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით აშშ-ის საელჩომ განმარტება გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო - აშშ-ის ელჩი იმაზე იცინოდა, რომ მისი ძალიხსმევა, საზეიმო ღონისძიებაზე პროტოკოლი დაეცვა, არაფექტური გამოდგა.

როგორც სტატიის ავტორი წერს, აშშ-ის საელჩოს ამ განცხადებით საელჩომ აღიარა, რომ რიჩარდ ნორლანდმა ვერ შეძლო დაპირისპირებული ქართველების შეჩერება, რაც დიპლომატიური საქმიანობის რუტინა იყო, რომელსაც საქართველოს მიმართ აშშ-ის სოლიდარობა უნდა ეჩვენება.

"ამ სოლიდარობას კი რუსეთის მხრიდან საფრთხე დღესაც, 2008 წლის ომიდან ხუთი წლის შემდეგაც ემუქრება საფრთხე", - წერს ჯეიმს მორისონი.

გაზეთ წერს, რომ ამერიკულ ხომალდ Bulkeley-ზე პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს უთხრა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავე და პასუხისმგებელი საქართველო კი არა, თავად პრეზიდენტია. რაზეც პრეზიდენტმა სააკაშვილი შეეცადა პრემიერ-მინისტრი რუსეთის მარიონეტად წარმოეჩინა.